ზიმბაბვეში ნიანგებმა მღვდელი ჯონათან მჰვეტვი შეჭამეს. უბედური შემთხვევა ქვეყნის იმ ნაწილში მოხდა, სადაც მდინარეებში მათი დიდი რაოდენობაა გავრცელებული. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი, სასულიერო პირის ერთ ერთ მოსწავლე ამბობს, ჯონათან მჰვეტვი მდინარეში შევიდა, 30 მეტრი გაცურა და როცა უკვე ნაპირზე უნდა ამოსულიყო, სწორედ მაშინ გახდა ნიანგების თავდასხმის ობიექტი.
„მდინარეში შესვლამდე იგი მთელი კვირა ლოცულობდა, ხოლო ნიანგებმა იგი ნახევარ წუთში შეჭამეს“, განუცხადა ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მღვდლის მოსწავლემ.
ცოტა ხნით ადრე, ზიმბაბვეში ნიანგებმა პროფესიონალი მონადირე შეჭამეს.
წყარო:imedinews.ge