ქალაქ გორში გამართულ ტურნირზე კარატეში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სპორტსმენები იყვნენ ჩართლები, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 20-ზე მეტი აღსაზრდელი იღებდა მონაწილეობას. ჩვენებურებმა გორის ტურნირიდან 12 სხვადასხვა სინჯის მედლები წამოიღეს.
ლანჩხუთელთაგან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ანრი ჩხარტიშვილი, ბათა დუმბაძე, გუგა ივანაშვილი და ნიკა კოსტავა. მეორე ადგილსა და შესაბამისად, ვერცხის მედალს დასჯერდნენ ზურაბ ბერიძე, გიორგი ჩხაიძე და საბა ჭელიძე. რაც შეეხება მერაბ ლომაძეს, გიორგი ტუღუშს, ნიკა დარჩიას, ლასა კოსტავასა და ლუკა ვანაძეს, მათ მესამე ადგილის დაკავება მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრები კოსოვოს დედაქალაქში, პრიშტინაში მიემგზავრება ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რომელთა შორის ლანჩხუთელი სპორტსმენებიც იქნებია. მანამდე ლი ჩვენებურ კარატისტებს 27-28 მაისს თბილისში გასამართი საერთაშორისო ტურნირი ელით, სადაც არაერთი ქვეყნის სპორტსმენები იქნებიან ჩართულები.