„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ლაპარაკობენ ჩვენი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თუ „ქართული ოცნების“ წევრები. ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო ყველა სხვა შემოწირულობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჯობია ყველამ საკუთარ თავს და თავის პარტიული სტრუქტურის გაძლიერებას მიხედოს”, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, რომ „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდება.
უგულავასვე თქმით, ის ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატებებს უსურვებს და მათ რჩევასაც აძლევს _ “სხვის საცვლებში ქექვას თავი დაანებეთ”.