დღეს, 12 საათზე, უნდა ჩატარებულიყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზე ერთი საკითხი _ ოზურგეთის მუნიციპალიეტეტისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს 15 დეპუტატიდან სხდომას მხოლოდ 7 დეპუტატი ესწრებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ ამასთან დაკავშირებით მოკლედ განმარტა: “დეპუტატი მედეა მახარობლიძე იმყოფება საავადმყოფოში, ვასილ ჩიგოგიძე თურქეთშია, ნანული ორაგველიძე შეუძლოდ გახდა. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
საკრებულოს სხდომა ორშაბათისთვის ჩაინიშნა.