“არ მინდა ტაში, ფილარმონიის დარბაზში არ ვართ, სასამართლოს დარბაზში ვართ”, _ ასე მიმართა დარბაზს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, რომალმაც პროკურატურის შუამდგომლობა დეკანოზი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვის შესახებ არ დააკმაყოფილა.
ამ წუთებში პროკურატურა ღია სხდომაზე წარადგენს მთლიანი პროცესის დახურვის შესახებ შუამდგომლობას.
პროკურორის თქმით, შუამდგომლობაში საუბარი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რისი გახმაურებაც მიზანშეწონილი არ იქნება. მანამდე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე დაკავებისას მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ აეროპორტში. ასევე დაკავებისას არ განუმარტეს, ვისი მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად. გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი და 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე იარაღის შეძენა-შენახვაში ედავებიან, რომელიც 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.