საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მორიგ შეხვედრაზე ოზურგეთის “მერცხალმა” ზუგდიდის “ოდიში-1919” 8:2 დაამარცხა.
“მერცხალი” მესამე და მეხუთე წუთებზე კურტანიძისა და ანდღულაძის გოლების წყალობით 2:0 დაწინაურდა. მეთოთხმეტე წუთზე კურტანიძემ კვლავ გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:0-ით გახდა. მეჩვიდმეტე წუთზე “ოდიშის” ფეხბურთელმა მასპინძლების კარში გაიტანა. 28-ე და 37-ე წუთებზე “მერცხალის” ფეხბურთელებმა აბრალამაძემ და სანიკიძემ სტუმრების კარში ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში პირველ ტაიმში 5:1 დასრულდა. მეორე ტაიმში “ოდიშის” კარები აბრალამაძემ, კურტანიძემ და სანიკიძემ აიღეს. ხოლო სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიშით 8:2 დასრულდა თამაში.
მორიგ მატჩს ,,მერცხალი” 29 მაისს ჩაატარებს სენაკში ადგილობრივ “ეგრისთან” გამართავს.