შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, რომელიც უწყების ინფორმაციით აუდიტის სამსახურის უფროსის და ყოფილი მთავარი პროკურორის დაპირისპირებას ასახავს საგანებო ბრიფინგზე გამოეხმაურეა ლაშა თორდია:
“მე მას ვარწმუნებ, რომ ამ სიტუაციიდან ასე მარტივად ვერ გამოძვრება, რაც არ უნდა შორი ხედიდან და გვერდიდან გააკეთონ დემონსტრირება ამ ვიდეოკადრების, მათ ეს ვერ გადაარჩენს.არის სხვა კადრებიც, რომელიც უფრო ნათლად ასახავს როგორ მირტყამს პირველი ხელს ოთარ ფარცხალაძე და როგორ მირტყამს შემდგომ მისი თანმხლები პირები გამეტებით. მივაღწევ, რომ ესეც გასაჯაროვდეს” _ განაცხადა თორდიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ ვიდეო მასალასთან ერთად განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფარცხალაძეს პირველად თორდიამ დაარტყა, რაც “ნეიტრალურმა მოწმეებმა” დაადასტურეს.