თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს ოზურგეთის „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი თემურ სალუქვაძე მხარს უჭერს. ამის შესახებ სალუქვაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, ის რეფორმების და გაერთიანების მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძეც, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე გაერთიანების წინააღმდეგია.