ვენესუელაში პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტ ნიკოლა მადუროს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს ექიმებმაც გამართეს.
როგორც ცნობილია, ექიმები აქციას მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც გაბრაზებულმა ხალხმა საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს სცემა და ბენზინი გადაასხა.
გავცრელებული ცნობით, კაცი ქურდობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას მადუროს მხარდაჭერის გამო დაესხნენ თავს.
პრეზიდენტის განცხადებით, დაშავებული 21 წლის ორლანდო ფიგუაა და მას დანით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, გარდა ამისა, პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები აღენიშნება.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არჩევნების მოთხოვნით ყოველდღე მართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებს, რის გამოც საკვები, მედიკამენტები და არსებობისთვის საჭირო სხვა ძირითადი წყაროები შემცირდა.
ქვეყნის პრეზიდენტი კი ოპოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების შედეგად კვირის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 48 მიაღწია, ასევე არიან დაშავებულებიც.
მაუწყებლის ცნობით, დეონსტრანტებმა დღეს ქუჩები გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.