საატესტატო გამოცდებში, გურიის მასშტაბით, ყველაზე საუკეთესო შედეგი ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ტრაპაიძემ აჩვენა.
მან 4 საგნიდან, სამ საგანში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ქართული ენასა და ლიტერატურში, უცხო ენაში და ისტორიაში ანამ შეფასება 10 მიიღო, ხოლო მათემატიკაში _ 8.15, თანაც რეპეტიტორთან მომზადების გარეშე.
ანა ოქროს მედლის კანდიდატი და მომავალი იურისტია.
“გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი სურვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება და მშობლების გზის გაგრძელებაა, რომლებიც წარმატებული იურისტები არიან.
ანას მამა, თამაზ ტრაპაიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელია.
ამავე თემაზე: გაიცანით ოზურგეთელი მოსწავლეები, რომლებმაც საატესტატო გამოცდებში ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს