დღეს, ქალაქ ოზურგეთში სხვადასხვა პროფილის მქონე კვალიფიციურმა ექიმებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს. მიღება #6 საბავშვო ბაღის შენობაში გაიმართა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის და ქირურგ-პროქტოლოგის კონსულტაცია მიეღო. კვალიფიციური რადიოლოგის მიერ ჩატარდა გულის ექოსკოპიური კვლევა. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ. ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა ნავთობისა და გაზის კომპანიამ ‘’Frontera Resources Corportion’’ გასწია, რომლისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქციები მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უფასო კონსულტაციები ხვალ, 28 მაისსაც გაიმართება და დილის 11 საათისთვის დაიწყება.
მისამართი: ქალაქ ოზურგეთი, გ.ეპისკოპოსის #12, მეცხრე საბავშვო ბაღის შენობა. (R)