სამხრეთ კორეაში “მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის” ინჟინრებმა შექმნეს “დასაკეცი” ელექტრომობილი.
პარკირებისას 450 კგ-იანი მანქანის “დაკეცვა” ხდება სპეციალური ღილაკით, რომელიც დისტანციურადაც იმართება.
ძარის დაკეცვისას კი უკანა ბორბლების ნაცვლად ორი პატარა ბორბალი გამოდის – ისინი 360 გრადუსით ბრუნავს და ამიტომ პარკირებული მანქანის გამოყვანა თითქოსდა გამოუვალი პოზიციიდანაც კი შესაძლებელია.