გერმანია სხვა სახელმწიფოებს არ უნდა ეყრდნობოდეს. ამის შესახებ CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღეში ვიგრძენი, რომ ჩვენი, ევროპელების ბედი ჩვენს ხელშია და რა თქმა უნდა, უნდა ვიმეგობროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და ასევე შესაძლებელია კარგი მეზობლობა რუსეთთან,ასევე სხვა ქვეყნებთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ბედისთვის“,_ განაცხადა მერკელმა.
როგორც ცნობილია, მერკელს სიტყვით გამოსვლისას ტრამპი არ დაუსახელებია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საზღვარგარეთ პირველი მოგზაურობის დროს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვის სისტემის ხარჯების გამო დათათხა, ხოლო გერმანიას „ძალიან ცუდი“ მოვაჭრე უწოდა.