რუსთავი 2-ის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკიდან გამოსული მოქალაქე დააყაჩაღეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.