10-წუთიანი სეტყვის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, ძირკოკში, ვეჯინსა და ჭანდარში საკარმიდამო ნაკვეთები დაისეტყვა.
ჯერ უცნობია სტიქიამ ვენახების რა პროცენტი გაანადგურა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვითარების შესწავლას ხვალ დილიდან დაიწყებენ.