დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან _ რიგით მოქალაქეებთან, საჯარო მოხელეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. შეხვედრის თემა იყო: „საგარეო პოლიტიკა _ ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“.
NDI-ის წარმომადგენელმა საზოგადოების წევრებს გააცნო ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობა საქართველოში.
მისი თქმით, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის მეოთხედს სჯერა, რომ ევროკავშირთან მიმოსვლის შემდეგ საქართველო დაკარგავს ეროვნულ იდენტობას. სლაიდ-შოუს მეშვეობით წარმოადგინეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით როგორია ზოგადი განწყობა საქართველოში, რომელ საინფორმაციო წყაროებს ენდობიან და მოსახლობის რა ნაწილი უჭერს მხარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს და ევროკაშირს შორის ურთიერთობაზე.
აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები NDI-ის წარმომადგენელებთან, თუმცა შეხვედრას დისკუსიის ფორმა არ მიუღია.






























































