სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა”, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები არიან შეკრებილები.
ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს წრე აქვთ შეკრული, რომელშიც აფგანლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა პლაკატით დგას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ” არ გაგატანთ”, „SOCARთველო“ „დაიცავი“.