საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.
„ჯერჯერობით კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. იყო გარკვეული წინასწარი ინფორმაცია გაჟღერებული, თუმცა ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ოფიციალურად წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი. ეს მოხდება მოგვიანებით და ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც კანდიდატი ოფიციალურად იქნება დასახელებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.