ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგე ცირა ბარამიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ წერს, რომ “ქვეყანას ან “მოუკვდა” შსს და უსაფრთხოების სამსახური, ან თავად არის დამნაშავე”.
“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების გამო: მიმაჩნია, რომ: 1. საქართველოს შეელახა საერთაშორისო იმიჯი; 2. არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გახდა მეზობელ სახელმწიფოთა შორის მომდევნო ურთიერთობები; 3. დარტყმა მიადგება ბიზნესპოტენციალს; 4.ეს არის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური რაკურსების წარმართვა რეგიონში იმ მიმართულებით, რომ სარგებელი ნახოს რეგიონში მოთამაშე გარე პოლიტიკურმა სუბიექტებმა; 5. ქვეყანას ან “მოუკვდა” შსს და უსაფრთხოების სამსახური, ან თავად არის დამნაშავე; 6. მეზობელი ქვეყნის მთავარი ფიგურების ბიზნესაქტივების “დაცვას” არ უნდა შეეწიროს ადამიანთა უფლებების დაცვის პერპექტივა; 7. საქართველო არ უნდა ჩაერიოს მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თავის ქვეყანაში არ უნდა შეუქმნას მათ “სასათბურე” პირობები; 8. მოკლედ, გონივრული და წინმჭვრეტი ქმედებებია საჭირო და არა ის, რაც დღეს ხდება”, _ წერს ცირა ბარამიძე სოციალურ ქსელში.