საქართველოს ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
”ამასთან დაკავშირებით გუნდში განხილვა დაიწყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პრემიერ-მინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
მე მესმის, რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში ინტერესი, თუ ვინ იქნება კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა კალაძემ.