ექსცენტრიკულობით განთქმულმა ელტონ ჯონმა ახლახან ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტის ძვირფას სასტუმროში ცალკე ნომერი შეუკვეთა საკუთარი ძვირფასი სათვალეების კოლექციისთვის.
კომპოზიტორ-მომღერლის მოთხოვნით, ოთახის ტემპერატურა 16 გრადუსზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
ამასთან, ნომერი ყვავილებით უნდა მოერთოთ.
ცნობილია, რომ სუპერვარსკვლავი სათვალეების კოლექციას განსაკუთრებით დაჰფოფინებს და მუდამ თან დააქვს…