არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„თუ ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მას ექნება ჩემი, როგორც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხარდაჭერა, რომელიც ქართლი ოცნების წარმატებისთვის უკვე მეხუთე წელია მუშაობს“, – აცხადებს წულუკიანი.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუ კახა კალაძე „ქართულ ოცნების“ კანდიდატი იქნება, პარტია უფრო დიდი მაჩვენებლით გაიმარჯვებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში.
ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის შესაძლო მერობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ კახა კალაძეს ძლიერ კანდიდატურად მოიაზრებს.
„პარტიის ბიუროზე გაიტანენ ამ საკითხს თუ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ რაიმე განსხვავებული პოზიცია იყოს“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
1tv.ge