“ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა იმ ბავშვებს ელით ბედნიერი ცხოვრება. იმიტომ რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში არის უფრო მაღალი“, _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა “რეალურ სივრცეში” სტუმრობისას.
“სამსახური ჩვენთან ეწოდება გამგეობაში იურისტის თანამდებობას და ადამიანი რომ შრომობს და რაღაცას აკეთებს არა, ეგეთი სამსახური არ გვინდა შვილებისთვის. ოპერატორი არ გვინდა, აი დირექტორი კარგი იქნებოდა. ან განყოფილების უფროსი.
ჩვენ თუ გვექნება 3 მილიონ 700 ათასი განყოფილების უფროსის თანამდებობა, ყველა თუ ვიქნებით იურისტი და ელჩი, მოკლედ ქვეყანა არ ვიქნებით და თუ გვინდა ვინმემ საქმე გააკეთოს, მაშინ პროფესიული განათლება უნდა დაბრუნდეს მოდაში”, _ აღნიშნა ჯეჯელავამ.