ბირმის სამხედრო თვითმფრინავი გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მაუწყებელი BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აეროპორტში ამბობენ, რომ თვითმფრინავში 105 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, თუმცა, სამხედრო სამსახური თვითმფრინავში მყოფი მგზავრების რაოდენობას არ ასახელებს.
სამხედროების თქმით, თვითმფრინავი ქალაქ მიეიკისა და რანგუნს შორის მიფრინავდა, რა დროსაც, თვითმფრინავთან კავშირი მოულოდნელად გაწყდა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.