ქალაქ ოზურგეთის მერია გეგმავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწის რამდენიმე ნაკვეთის გასხვისებას საჯარო აუქციონის ფორმით, _აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მერაბ წივწივაძემ მიაწოდა.
როგორც წივწივაძემ აღნიშნა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის ქონებას ხუთი უძრავი ქონება ემატება: “არასასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 360 კვ.მ. რომლის საწყისი საპრივატიზაციო ფასი არის 1080 ლარი; ასევე ე.ნინოშვილის ქუჩაზე #2 მდებარე 664, 00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი საპრივატიზაციო ფასი ა9960,00; კოსტავას ქ. #115, საწყისი ფასი 2568 ლარი და ორი უძრავი ქონება, რომელიც სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა: _ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე 805,00 კვ.მ. ფასი 1207. 50 და ჟორჟოლიანის ქუჩზე მდებარე 2416.00 კვ.მ. საწყისი საპრივატიზაციო ფასით 2416 ლარი“.
მერია გეგმავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთების გასხვისებას საჯარო აუქციონის ფორმით, პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში“_ განაცხადა წივწივაძემ.
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.