საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას “იუმორით უნდა შევხედოთ ან უნდა ვიფიქროთ, რომ მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ”.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ან ძალიან იუმორით უნდა შევხედოთ, ან თუ ცოტათი მაინც სერიოზულად შევხედავთ-ეს ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც უშიშროების საბჭოს ისეთივე მუდმივი წევრია, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თურმე უფლება არ აქვს, საკუთარი აზრი გამოთქვას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უკვე პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მათ შორის გამოვთქვათ აზრი ჩვენს კომპეტენციაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
1tv.ge