ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში, კემბრიჯშირის საგრაფოს სოფელ სტილტონში უძველესი ყოველწლიური ზეიმი – “სტილტონის ყველის გორება” გაიმართა.
საინტერესო კი ისაა, რომ ამ ყველაზე ცნობილი, დელიკატესად აღიარებული ინგლისური ცისფერი ყველის წარმოების უფლება თავად სტილტონელებს იურიდიული პერიპეტიების გამო კარგა ხანია, დაკარგული აქვთ, თუმცა “ყველის ზეიმი” არავის გაუუქმებია…
სტილტონელებიც ყოველი ივნისის პირველ ორშაბათს “მტრის ჯინაზე” განთქმულ ყველს განსაკუთრებული მონდომებით დააგორებენ.