ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთელი გარი ჩარჩიანი საუკეთესო გერმანელი ქირურგების ჩამონათვალშია.
შესაბამისი კვლევა, სამეცნიერო ჟურნალმა “ტაგეშპიგელმა” ჩაატარა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა გამოკითხვას იმის დასადგენად, თუ ვინ არის გერმანიაში ყველაზე რეიტინგული ქირურგი და გინეკოლოგი.
გარი ჩარჩიანმა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა.
შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო უნივერსისტეტში განაგრძნო. იქიდან კი გერმანიაში გაემგზავრა და ხარისხიც იქ დაიცვა.
წარმატებული პრაქტიკის შემდეგ საკუთარი საავადმყოფო _ “MIC Klinik” გახსნა, რომელსაც 2013 წელს საუკეთესო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.