წითელი წიწაკა მდიდარია ასკორბინის მჟავათი, აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების ტრაქტს, აქვს ანტისეპტიკური თვისება.
ზაფრანა სიცხის დამწევი, შარდმდენია, წმენდს სისხლს, ანტისეპტიკურია.
ქურქუმა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას, ებრძვის გაცივებას.
მიხაკი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვებისთვის, შველის კბილის ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
იმბირი (კოჭა) აუმჯობესებს კუჭისა და ღვიძლის მუშაობას, ებრძვის შებერილობას, აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება.
დარიჩინი – სალმონელისა და ნაწლავის ჩხირის ბუნებრივი წამალია, მატებს ორგანიზმს ტონუსს, აუმჯობესებს შრომისუნარიანობასა და გუნება-განწყობილებას.