გურიაში სტიქიია. გადაუღებელი წვიმის შედეგად ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საყანე ფართობები. ძლიერმა წვიმამ ზოგიერთ სოფელში გზები ჩარეცხა.
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაშია, სადაც ადიდებულმა მდინარემ ყანები წაიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამაღლების მოსახლეობა სტიქიამ დააზარალა _ ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
_ ყოველ წელს, ძლიერი წვიმის გამო ყანები გვინადგურდება. წლებია ნაპირსამაგრების გაკეთებას გვპირდებიან, თუმცა, დაპირებად დაპირებად რჩება. არავის ადარდებს, რომ ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩება. 2014 წლის არჩევნების წინაც ასეთი მდგომარეობა იყო. მოვიდნენ, დაპირებებით აგვავსეს და ამ დაპირების შედეგს თქვენც ხედავთ _ აღარც მიწები გვაქვს და აღარც ყანები, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ამაღლებაში.