ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ძლიერმა წვიმამ და ქარმა მზია სურგულაძის ეზოში ორი ასწლოვანი მუხა წააქცია. ფაქტისგან გაოგნებული ქალბატონი ამბობს, ქალი დავბერდი, რამდენჯერ მინახავს ქარიშხალი, დიდთოვლობაც, მაგრამ ამ მუხების ასე ძირფესვიანად მოგლეჯა თუ რამეს შეეძლო, ვინ დამაჯერებდაო.
მუხების ირგვლივ ასაკოვანი წიფლისა და რცხილის ხეებიც დგას. წაქცეულმა მუხებმა დანარჩენი ტყიანი ნაწილიც დააზიანა. თითოეული მუხის სიმაღლე 35 მეტრამდეა, ვარჯის სიგანეს კი გაშლილი მკლავებით, ორი ადამიანი ძლივს შემოწვდება.