ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ძლიერ წვიმას ოზურგეთში პრობლემები არ შეუქმნია.
სოფელ ასკანის, მთისპირის, შრომის, ნატანების, ჯუმათის გამგებლის წარმომადგენლების თქმით, სოფლის მოსახლეობას დახმარებისთვის არ მიუმართავთ.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში და აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის არცერთი სოფლიდან შეტყობინება ზარალთან დაკავშირებით არ შესულა.
ანალოგიური სიტუაციაა ქალაქ ოზურგეთშიც. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმს და ადიდებულია მდინარეები, ზარალი არ არის და წყალს გაბიონები ჩვეულებისამებრს ატარებს.