გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმა, ტემპერატურის 2 გრადუსით ვარდნა და წყალმოვარდნები 17 ივნისამდე გაგრძელდება.
დღეს და ხვალ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ნავარაუდევია ძლიერი წვიმა, ქარი ელჭექი და სეტყვა. საქართველოს მდინარეებში წყლის დონეები მნიშვნელოვნად მოიმატებს. პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შეიძლება წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადები აღინიშნოს.
ამ დროისათვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, საშტორმო სიტუაცია შერნარჩუნდება ხვალ დღის საათებშიც.