ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის შესახებ დასკვნაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები ოფიციალურად გავრცელდება. დღესვე გაიმართება დისკუსიაც.
111-ე სესიას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერთან ერთად.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას მისი საპარლამენტო მდივანი წარმოადგენს.
განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საკონსტიტუციო რეფორმაზე ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გიორგი მარგველაშვილი ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა განხილვების პროცესში ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას.