ცოტა ხნის წინ ინგლისის მეფეთა ქალაქგარე სასახლის – ჰემპტონ კორტის ეზოში, თეატრალიზებული წარმოდგენის თანხლებით, ისტორიული შადრევანი “ტიუდორი” გაიხსნა.
მეფე ჰენრიხ VIII-ს დროინდელი, ბრინჯაოთი და ძვირფასი ხით გაწყობილი, ოქროთი მოვარაყებული ღვინის შადრევანი ამიერიდან კვირა-უქმეებზე სტუმრებს საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებით გაუმასპინძლდება.
სტუმრებს ღვინის დალევა პირდაპირ შადრევნიდან შეეძლებათ.