დღეს სკოლებში საატესტატო გამოცდები ბიოლოგიაში ჩატარდა. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში შვიდმა მეთერთმეტეკლასელმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
_ ჩვენს სკოლაში ორი მეთერთმეტე კლასია. მეთერთმეტე პირველის შვიდმა მოსწავლემ: ანი ბილიხოძემ, ანი ბასილიამ, მარიამ არუტიუნიანმა, ერეკლე მექვბაიშვილმა, გიორგი ცხომელიძემ, ლაშა ჩაჩანიძემ, ქეთი კილაძემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს და ძალიან გაგვახარეს, ჩვენც და მთელი ქვეყანა. მათი ბიოლოგიის მასწავლებელია თამარ ბაჯელიძე, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბარში კლასის დამრიგებელმა მარინა დოლიძემ.