“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, შეკვეთილში, “მინიატურების პარკს“ შემოქმედის მამათა მონასტრის კომპლექსი შეემატება.
გასართობ ცენტრ “ციცინათელას“ პიარ-მენეჯერის, ეკა სალუქვაძის თქმით, ამ ეტაპზე მზად არის ოთხი ძეგლის: ქსნის სასახლის, მეტეხის, გორისციხის და შემოქმედის მამათა მონასტრის კომპლექსი.
“დამზადების პროცესში გახლავთ ვარძიის კომპლექსი“, _ გვითხრა ეკა სალუქვაძემ.
ინფორმაციისთვის, შეკვეთილში, გასართობ პარკ „ციცინათელას” კიდევ ერთი პარკი _ „საქართველოს მინიატურები”, 2016 წელს შეემატა, რომელშიც მინიატურების სახით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებია განთავსებული.
„მინიატურების პარკში“ განთავსებულია 54 ძეგლი, რომელიც გახლავთ ქართული ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების ზუსტი ასლები.