“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს.
სასამართლო სხდომა 15 ივნისს გაიმართა.
წყაროსვე მტკიცებით, თუ გელა კობალაძე ბრალს აღიარებდა, პროკურატურა მას საპროცესო შეთანხმებას _ 3 წელი სასჯელის მოხდას და გირაოს სახით 40 000 ლარის გადახდას აკისრებდა, არაღიარების შემთხვევაში კი მას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 11 – დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
“გურია ნიუსის“ დაუკავშირდა კობალაძის უფლებების დამცველს ხათუნა კეჭაყმაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა:
„დასაფლავებაზე ვარ, თქვენი ხმა ცუდად მესმის“, _ გვითხრა მან.
კითხვის არაერთხელ დასმის მიუხედავად, რომ გაეცა კონკრეტული პასუხი, ხათუნა კეჭაყმაძემ კვლავ უდროობა დაასახელა და ტელეფონი გაგვითიშა.
მომდევნო სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში კვლავ გაიმართება, სადაც მოსამართლე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, კობალაძეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გაათავისუფლებენ.