24 ივნისს, 15.00 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე გაიმართება 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომში, უკრაინაში დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტის დაკრძალვა.
ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და უწყების თანამშრომლები, მცხეთის რაიონის ვეტერანები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სასულიერო და ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ქართველი მეომრის ნეშტი სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად უკრაინაში გათხრებისას აღმოაჩინეს. 21 ივნისს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას აბესალომ ალექსიძის ნეშტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „закончим войну“-ს წარმომადგენლებმა გადასცეს. (R)