ამ წუთებში გურიაში, ნაბეღლავში ახალი ქარხნის გახსნის ღონისძიება იმართება. ნაბეღლავი დღეიდან რაუხის პროდუქტსაც გამოუშვებს.
როგორც „ნაბეღლავის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში.
„სს წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა. ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში”.
ახალი ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ქარხნის გახსნას ესწრებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა წევრები.