“საქართველოს ეტალონი მოსწავლის” ფინალში, სადაც 83 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის “ეტალონი” მოსწავლეები საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გივი მდინარაძემ 87 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა მეშვიდე ადგილზე გავიდა 85 ქულით.
ორივე მათგანმა 1000-1000 ლარი და დიპლომები მიიღეს.