ქალაქ ოზურგეთში ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მოეწყო ტრადიციული მასობრივი გარბენი, რომლის გამარჯვებული ამიკო თავართქილაძე გახდა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ოლიმპიურ სახლში ჩატარდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ჭადრაკში _ ანა მეგრელაძე; მკლავჭიდში _ გიორგი შუკაკიძე; ტაეკვანდოში _ ცოტნე სირაძე.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ოლიმპიური სახლის ერთთვიანი აბონიმენტი, ასევე, ყველა მონაწილეს დაურიგდა დიპლომები, საბავშვო სპორტული ენციკლოპედია და მაისურები.