ვლადიმერ დარჩია, ოზურგეთი:
_ რთული საკითხია. ადრე კი იყო და ახლა რა ვიცი. ისე, რომ ჰყავდეს, მერე რა?
მედეა ურუშაძე, ოზურგეთი:
_ 21 საუკუნეა და რა დროს მეფეა?
იასონ მეშველიანი, ოზურგეთი:
_ არა, ბატონო, არ გვჭირდება. პრეზიდენტი რას აკეთებს და მეფე რაში გვჭირდება?
ხათუნა ინწკირველი, ოზურგეთი:
_ რა დროს მეფობაა?! ეგღა გვაკლია!
გიორგი პატარაია, ლანჩხუთი:
_ დაუშვებლად მიმაჩნია მონარქიის აღდგენა.
ჟუჟუნა ბახუნდარაძე, ჩოხატაური:
_ არა.
ლია შავიძე, ლანჩხუთი:
_ მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, არ ვიცი, მაგრამ ქვეყანას პატრონი და წინამძღოლი რომ ჭირდება, ფაქტია.
ლევან ღლონტი, ლანჩხუთი:
_ მეფეც გვინდა, დედოფალიც და კაი ცხოვრებაც!
მიშიკო ჩერქეზია, ლანჩხუთი:
_ რა დროს მეფე და დედოფალია, სათამაშოდ გვაქვს საქმე?!
მანანა სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ რა ვიცი, ჩვენი გადასახედიდან რომ ვთქვათ, კი უნდა ჰყავდეს.
ლევან ოსეფაიშვილი, ჩოხატაური:
_ უნდა ჰყავდეს, რადგან საქართველოსთვის უკეთესი იქნება.