მთავარმა პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პაკელიანი ამ წუთებშ პროკურატურაში იმყოფება.
მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძე განაცხადა, რომ შოთა პაკელიანის დაზარალებულად ცნობა იგეგმება.
შოთა პაკელიანის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
შეგახსენებთ, რომ შოთა პაკელიანი 23 მარტს ნარკოტიკის მოხმარება, შეძენა, შენახვა და რეალიზების ბრალდებით დაააკვეს. შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. შოთა პაკელიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. შოთა პაკელიანის შესაძლო ცემაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამო, რომელშიც პოლიციელები შოთა პაკელიანს უცხო პირების თანდასწრებით ჩხრეკენ და აშიშვლებენ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.