27 ივნისის საღამოდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, საღამოსა და ღამის საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 გრადუსი მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში, ხოლო 28-31 გრადუსი შიდა რაიონებში. რაც შეეხება დედაქალაქს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
30 ივნისიდან სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ, პირველი ივლისიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს.