ცოლის მკვლელობის ბრალდებით ნინოწმინდაში მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის 71 წლისაა, გარდაცვლილი ქალი 69 წლის იყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
ოჯახის ახლობლები მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.
შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
pirveliradio.ge