გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.