ვატიკანის მესამე ყველაზე ძლიერი ფიგურას, კარდინალ პელს, პოლიცია მრავალჯერადად შესული საჩივრების საფუძველზე, სქესობრივ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
„კარდინალი პელი მრავალრიცხოვანი ბრალდებების წინაშე დგას ისტორიული სექსუალური დანაშაულებების გამო“,_ ბგანაცხადა ვიქტორიის შტატის პოლიციის უფროსის მოადგილემ, შაიან პატონმა.
საინფორმაციო ვებსაიტის News.com.au-ს ინფორმაციით, შესაძლოა, 10-მდე დაზარალებული არსებობდეს და მათი ასაკი 20-დან 50 წლამდეა.
როგორც ცნობილია, ბრალდებები პელის მიმართ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ის ავსტრალიის ქალაქ ბალარათში მღვდლად მსახურობდა.
2014 წლიდან პელი ვატიკანში ცხოვრობს, რომელსაც ავსტრალიასთან ექსტრადირების ხელშეკრულება არ აქვს.
ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის განცხადებით, კარდინალი ავსტრალიაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს სახელის დასაცავად.
„ის უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და დაიცვას თავი“,_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, პელი კარდინალად 2003 წელს დაასახელეს, ხოლო 3 წლის წინ ვატიკანის ხაზინადარად აირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ ის ვატიკანში პაპის შემდეგ მესამე ყველაზე ძლიერი ფიგურაა.
როგორც ცნობილია, პე;ი ბრალდებებს უარყოფს და მათ სიცრუეს ეძახის.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავსტრალიის სამეფო კომისიამ თებერვალში გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიაში 4000-მდე ბავშვი, უმეტესად კი ბიჭები, წლების განმავლობაში, მღვდლების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, ქვეყანაში 1950-იან წლებიდან, მღვდლების 7% დამნაშავეა.
კომისიამ ასევე განაცხადა, რომ 1980-იანი წლებიდან კათოლიკურმა ეკლესიამ 200 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა მღვდლების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს.