დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე, ტერორიზმში ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს _ თურქული მხარე პატიმრის სამშობლოში ექსტრადირებას ითხოვს.
25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო.
გთავაზობთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუბა ჩაბუქის სიტყვას, რომელიც მან შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოთქვა: “ჩემი მეუღლე აგვისტოს ომის დროს თურქეთიდან საქართველოში დაბურნდა, რომ გაჭირვების ჟამს მისი ქართველი მეგობრების გვერდით დამდგარიყო. იგი ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა”, _ თქვა ქალბატონმა თუბამ.