ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება.
“დგომა აკრძალულია“ / “გაჩერება აკრძალულია“ ნიშნების დაუმორჩილებლობისთვის 20 ლარამდე რამდენიმე დღის წინ გაზრდილი ჯარიმა პარლამენტმა დღეს ისევ გააუქმა.
85 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტის სესიაზე აღნიშნულ ცვლილებას კენჭი მესამე მოსმენით უყარეს.
ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილს ეხება, დაჩქარებული წესით მიიღეს, რადგან ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ისევ შემცირების შემთხვევაში, მერიას„სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.